ფეხბურთი

3:09 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” პირველი ქულები დაკარგა

მიმდინარე ლა ლიგაში პირველი ქულები დაკარგა კატალონიურმა “ბარსელონამ” და გათამაშებას უდანაკარგო გუნდი აღარ შემორჩა. “ბარსელონა” “ლა როსალედაზე” “მალაგას” ეწვია და ნულოვანი ფრე ითამაშა. სტუმრებმა ძალიან სუსტად ითამაშეს და მთელი მატჩის მანძილზე კამენის კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამთ. ”ბლაუგრანას” 13 ქულა დაუგროვდა და “სევილია” გაუთანაბრდა ქულებით, რომელმაც ჟერარ დეულოფეუს გოლით შინ “სოსიედადი” დაამარცხა. 

უხერხულ სტადიონზე იმარჯვა მადრიდის “ატლეტიკომ”. “როხიბლანკოს” ამჯერადაც ძალზე გაუჭირდა “ალმერიას” დამარცხება და მირანდას გოლით მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ცუდ დღეშია ერნესტო ვალვერდეს “ბილბაო”, რომელმაც მორიგი მატჩი დათმო. ბასკები ადურისის გოლით იგებდნენ, მაგრამ ლეო ბაპტიშტაომ ორჯერ გაუტანა ირაისოსს და სამი ქულა მოუპოვა “რაიოს”.
სამაგიეროდ, პირველი 3 ქულა მოიპოვა “ლევანტემ” – “ბაყაყებმა” გარსიას გოლით სტუმრად მოუგეს “გრანადას”. “ეიბარმა” და “ვილიარეალმა” კი, გოლები გაცვალეს და მეგობრულად დაშორდნენ ერთმანეთს.

ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა დღეს გაიმართება.

მალაგა – ბარსელონა 0:0

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, სანჩესი, ტორესი, როსალესი, კამაჩო, დარდერი, ანორი (რესიო 85), დუდა (ლუის ალბერტო 67), კასტილეხო (ხუანმი 77), ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრაცია

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, დუგლასი (ადრიანო 73), პიკე, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, ნეიმარი (ელ ჰადადი 64), პედრო (რამირესი 64), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გაფრთხილებები: როსალესი, ველიგტონი – დუგლასი, პიკე
მსაჯი: ალეხანდრო ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 6(2)-10(0), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 2-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-2

ალმერია – ატლეტიკო 0:1 (0:0)

ალმერია, “ესტადიო დე ლოს ჟუეგოსი”

ალმერია (4-2-3-1): მარტინესი, დოს სანტოსი, ტრახილიო, ხ.ნავარო, მანე, ველეზი (სორინო 64), აზეზი, ზონგო, ვერზა, ველინგტონ სილვა (მენდეში 74), ჰემედი (ბიფოუმა 64).
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

ატლეტიკო (4-4-2): მოია, სიკეირა, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, სუარესი (საული 46), ტიაგო, თურანი (გაბი 84), კოკე, გარსია, გრიზმანი (ჩერჩი 68).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: მირანდა 60.
გაფრთხილებები: დოს სანტოსი, ზონგო, სორიანო – თურანი, სუარესი, სიკეირა, მირანდა, გოდინი, გარსია
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 6(1)-19(9), ჯარიმა: 14-16, კუთხური: 2-10, თამაშგარე: 1-3, სეივი: 8-1  

სევილია – სოსიედადი 1:0 (1:0)

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ბეტო, კოლოძიეჟჩაკი, პარეხა, ფიგეირაში, ტრემულინასი, მ’ბია, კრიჩოვიაკი, ბანეგა, დეულოფეუ (ა.ვიდალი 63), რეიესი (დ.სუარესი 70), ბაკა (ასპასი 82).
მწვრთნელი: უნაი ემერი

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, ი.მარტინესი, გონსალესი, დე ლა ბელა, ზალდუა, გაზთენაგა, გრანერო, პრიეტო, კანალესი (ფინბოგასონი 70), კასტრო (ბერჩიჩი 75), აგირეჩე (ველა 64).
მწვრთნელი: ხაგობა არესატე

გოლი: დეულოფეუ 18.
გაფრთხილებები: ფიგეირაში, მ’ბია, კოლოძიეჟჩაკი, ბაკა, ტრემულინასი, ბეტო – გონსალესი, გრანერო
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 19(8)-8(1), ჯარიმა: 13-7, კუთხური: 11-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-7 

რაიო ვალეკანო – ბილბაო 2:1 (1:1)

მადრიდი, “ესტადიო დე ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი (ტონიო 46), ქუინი (ტიტო 28), ზე კასტრო, ბა, ინსუა, ტრაშორასი, ბაენა, ლიკა (მანუჩო 80), ბუენო, კაკუტა, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, მ.რიკო (ტოკერო 91), იტურასპე, ბენიატი, მუნიაინი (ფერნანდესი 81), სუსაეტა (ვიგუერა 60), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 ადურისი (20), 1:1;2:1 ბაპტიშტაო (39;89).
გაფრთხილებები: ქუინი, ტრაშორასი – გურპეგი, დე მარკოსი
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15(5)-8(3), ჯარიმა: 18-17, კუთხური: 1-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-3

ეიბარი – ვილიარეალი 1:1 (1:0)

ეიბარი, ესტადიო დე მუნიციპალ იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ალბენტოსა, ეკიზა, კასტელიანო, აბრაჰამი, გარსია, ბოატენგი (ერასტი 78), არუაბარენა, ნიეტო (კაპა 46), ბერხონი, ანხელი (ლარა 67).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ვილიარეალი (4-2-3-1):
ასენხიო, პაულისტა, მუსაჩიო, გასპარი, რუკავინა, პინა (ბრუნო 46), ჯონათან დოს სანტოსი, მორენო, ესპინოსა, ჩერიშევი (გომესი 80), უჩე (ვიეტო 46).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 1:0 არუაბარენა (8), 1:1 მორენო (71).
გაფრთხილებები: ნიეტო, აბრაგამი, კასტელიანო, ალბენტოსა – პინა, პაულისტა, ჩერიშევი, გომესი
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 7(3)-15(4), ჯარიმა: 14-17, კუთხური: 2-10, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-2 

გრანადა – ლევანტე 0:1 (0:0)

გრანადა, “ესტადიო ნუევო ლოს კარმენესი”

გრანადა (4-4-2): ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ფოულქიერი, ნიომი, იტურა (მარკესი 46), ფ.რიკო, მაჩისი, პიტი (ხ.კარლოსი 59), კორდობა (ისააკი 59), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ლევანტე (4-4-2): ხესუსი, როდასი, დ.ნავარო, ლოპესი, ტონიო, მორალესი (ივანშიცი 76), გარსია, კამარასა (სიმაო 80), დიოპო (სისოკო 92), ბარალი, კასადედუსი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლი: რუბენ გარსია 46.
გაფრთხილებები: ფ.რიკო, ისააკი – დიოპი, კამარასა, დ.ნავარო, როდასი, გარსია, ხესუსი.
მსაჯი: იზკუერდო ალვარესი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8(0)-10(4), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-0

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 9. ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ბაკა (“სევილია”), ბეილი (”რეალი”) – 4.


ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებილა ლიგა
0.158216