ფეხბურთი

3:31 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ მდევრებს შანსი მისცა

კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მეორე მარცხი იწვნია და უახლოეს მდევრებს სატურნირო ცხრილში გადასწრების შანსი მისცა. მადრიდული კლუბები – „ატლეტიკო“ და „რეალი“ თავიანთ მატჩებს კვირას ჩაატარებენ და თუ ორივე მოიგებს, ხერარდო მარინოს გუნდი მე–3 ადგილზე აღმოჩნდება.

კატალონიელებმა „კამპ ნოუზე“ „ვალენსიას“ უმასპინძლეს და უქულოდ დარჩნენ. უკანასკნელ წლებში, „ბლაუგრანასთვის“ „ვალენსია“ უხერხული მეტოქეა და ეს ტრადიცია დღესაც გაგრძელდა. მატჩი მასპინძელთათვის კარგად დაიწყო, მაგრამ წარუმატებლად გაგრძელდა.

მე–7 წუთზე, ლიონელ მესის დაბალ გადაცემას ალექსის სანჩესი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, სტუმრებმა დანიელ პარეხოს გოლით წონასწორობა აღადგინეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში, ვალენსიელები დაწინაურდნენ კიდეც – პაბლო პიატიმ, თავისთვის უჩვეულოდ, თავური დარტყმით აიღო კატალონიელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, რითაც „ბარსელონას“ სამწვრთენელო შტაბი სერიოზულად დააფიქრა.

მასპინძელთათვის საბედნიეროდ, ანგარიში მალევე გათანაბრდა – ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა და „ბარსას“ ქომაგებს იმედი დაუბრუნა. მოსალოდნელი იყო, რომ მასპინძლები აქტიურად შეუტევდნენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ საპასუხოდ, გოლი თავიანთ კარში მიიღეს – ფრანსისკო პაკო ალკასერმა სოფიან ფეგულის პასი დაუფასა და „ვალენსიას“ 3 ქულა მოუტანა – 2:3.

3:2 იმარჯვა „მალაგამაც“, რომელმაც თავის არენაზე „სევილიას“ უმასპინძლა. ანდალუსიელები დუდას თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრები არ გატყდნენ და იმდენი ქნეს, რომ 66–ე წუთისთვის, იგებდნენ კიდეც. 77–ე წუთზე, სამუმ ანგარიში 2:2 გახადა, ხუთიოდ წუთში კი, დუდამ მატჩში წერტილი დასვა და „მალაგას“ აქტივში 3 ქულა ჩაწერა.

„ლევანტესა“ და „რაიო ვალიეკანოს“ მატჩი, ისევე როგორც „“ხეტაფესა“ და „ვალიადოლიდის“ დაპირისპირება, უგოლოდ – 0:0 დასრულდა.

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 67000

ბარსელონა – ვალენსია 2:3 (1:1)

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე ჟორდი ალბა, მასკერანო, ბუსკეტსი, ჩავი (ინიესტა 65), ფაბრეგასი (ტელიო 77), პედრო, სანჩესი, მესი.

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

ვალენსია: ალვესი, ბარაგანი, კოშტა, მატიე, ბერნატი, რომეუ, ფუეგო, ფეგული, პარეხო (მიჩელი 90), პიატი (კარტაბია 87), ალკასერი (ვარგასი 73).

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

გოლი: 1:0 სანჩესი (7), 1:1 პარეხო (44), 1:2 პიატი (48), 2:2 მესი (54), 2:3 ალკასერი (59)

გაფრთხილება: ჟორდი ალბა (51), მასკერანო (79) – პარეხო (45), კოშტა (53), ალვესი (90)

გაძევება: ჟორდი ალბა (78)

კარში დარტყმა: 20 (5) – 8 (4) ჯარიმა: 18 - 8 კუთხური: 9 - 5 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 1 – 3

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 18500

ლევანტე –– რაიო 0:0

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, ვინტრა, დიოპი, ელ–ზჰარი (რიოსი 80), სიმანი, კსუმეტრა (გარსია 54), ივანშიცი (დიავარა 58), ბარალი.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

რაიო: რუბენი, კაშტრუ, არბილია, ტიტო, ტრასორასი, ბაენა, საული, ფალკე (ბანგურა 60), ვიერა (ლონგო 83), ლარივეი, როჩინა (ბუენო 64).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გაფრთხილება: ბარალი (43), სიმანი (77) – როჩინა (39), ბანგურა (69), ტიტო (86)

კარში დარტყმა: 11 (2) – 17 (5) ჯარიმა: 23 - 20 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 42% - 58% სეივი: 5 – 2

 

ხეტაფე. „კოლზეუმ ალფონსო პერესი“. 1583 

ხეტაფე – ვალიადოლიდი 0:0

ხეტაფე: მოია, ლაგო, ლ.ლოპესი, აროიო, რ.ლოპესი, ლაფიტა (სარაბია 58), ლეონი, კასტრო, მიჩელი (გავილანი 81), ბორხა, მარიკა.

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

ვალიადოლიდი: მარინიო, რუკავინა, რუედა, მიტროვიჩი, პენია, ალვარო, როსი (რამა 79), ლარსონი (მანუშუ 75), პერესი (სასტრე 87), ომარი, გერა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გაფრთხილება: ლაგო (37), ლოპესი (44) – პენია (42), გერა (62), რუკავინა (66)

კარში დარტყმა: 7 (1) – 10 (2) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 2 – 1

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 26300

მალაგა – სევილია 3:2 (1:0)

მალაგა: კაბალიერო, ანტუნეში, სანჩესი, ხამესი, ელიზეუ (სამუ 64), ფლავიუ, ტისონე (პერესი 72), დუდა, კამაჩო, ამრაბატი, ხუანმი (ელ–ჰამდაუი 72).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

სევილია: ბეტუ, ნავარო, პარეხა, ფასიო, კოკე (ფიგეირაში 46), მორენო, რაკიტიჩი, იბორა, მაჩინი (ჩერიშევი 75), რეიესი (გამეირო 46), ბაკა.

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 1:0 დუდა (31პ.), 1:1 ბაკა (49), 1:2 ფასიო (66), 2:2 სამუ (77), 3:2 დუდა (83)

გაფრთხილება: ანტუნეში (41), ელიზეუ (45), დუდა (85) – კოკე (29), მორენო (34), მაჩინი (36), იბორა (76), ბაკა (79)

კარში დარტყმა: 14 (7) – 11 (4) ჯარიმა: 12 - 14 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 2 – 4

0.18614