კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოში” გადაბარგებული დავიდ ვილიას შემცვლელად “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ სერხიო აგუეროს განიხილავს. Sport.es-ის ცნობით, “ბლაუგრანამ” არგენტინელის აგენტთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.
ჯერჯერობით, მხარეები კომენტარებს არ აკეთებენ, მაგრამ ესპანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ აქტიური საუბრები უკვე მიმდინარეობს. აქვე გეტყვით, რომ აგუეროს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აგუეროს გადაბირება მადრიდის “რეალსაც” სურს.