ფეხბურთი

11:23 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ვალბუენათი დაინტერესდა

 

კატალონური “ბარსელონა” საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “მარსელის” ნახევარმცველ მატიე ვალბუენათი დაინტერესდა.

Sport.es-ის ცნობით, ესპანეთის ჩემპიონების წარმომადგენლები შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე ესაუბრნენ 28 წლის ფეხბურთელის აგენტს.

კატალონელები ვალბუენათი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ტიაგო ალკანტარა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში”, ამ “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. მატიეს “მარსელთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასული გათამაშების 37 მატჩში ვალბუენამ 3 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის “მარსელის” ღირსებას 2006 წლიდან იცავს, 2010 წლიდან დღემდე კი, ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

0.119001