ფეხბურთი

11:43 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ტრანსფერებზე 60 მილიონ ევროს დახარჯავს

 

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ზაფხულის ტრანსფერებისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა.

Catalunya Radio-სთან საუბარში კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა იმ თანხის ოდენობა დაასახელა, რომლის დახარჯვაც მთავარ მწვრთნელს ახალი ფეხბურთელების შესაძენად შეეძლება.

“ახალი ფეხბურთელების შესაძენად 50-60 მილიონი ევრო გვექნება. ვფიქრობ, “ბარსელონა” შეძლებს ოთხი ახალი მოთამაშის შეძენას” - დასძინა ფაუსმა.

გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულში გუნდის დატოვებას ვიქტორ ვალდესი და კარლეს პუიოლი აპირებენ, კატალონიელებს მინიმუმ ახალ მეკარისა და ცენტრალური მცველის შეძენა მოუწევთ. ჯერჯერობით გარკვეული არაა, დარჩება თუ არა გუნდში მარტინ მონტოია. 

0.116412