კატალონიის “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველის – ტომას მიულერის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება.
როგორც ირკვევა, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა 24 წლის გერმანელის შეძენას სეზონის დასრულებისთანავე შეეცდება. თავის მხრივ, მიულერის გადაბირების სურვილი მადრიდის “რეალსაც” აქვს.
აღსანიშნავია, რომ გერმანელს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება. მიულერის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.