კატალონიის “ბარსელონამ” ტიაგო სილვასთან მოსალაპარაკებლად თავისი წარმომადგენელი რაულ სანლიეხი ბრაზილიაში აფრინა. Intereconomia.com-ის ცნობით, ესპანელი კონფედერაციის თასის ფინალის შემდეგ სცდის პსჟ-ს კაპიტანთან მოლაპარაკებას.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინათ, სანლეხი ბრაზილიაში იმყოფებოდა და “სანტოსთან” ნეიმარის ტრანსფერიც სწორედ მან გაჩარხა. ამჯერად, კატალონიელთა მიზანი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველის ხელში ჩაგდება იქნება.
თავის მხრივ, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი აცხადებს, რომ ტიაგო სილვა გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ, 2017 წლამდე დარჩება.