ფეხბურთი

11:01 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” სუარესზე მუშაობს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ლივერპულისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდის – ლუის სუარესის ტრანსფერზე მუშაობს. კატალონიური მედიის ცნობით, “ბლაუგრანას” 27 წლის თავდამსხმელის ხელში ჩასაგდებად გეგმა შემუშავებული აქვს.

მერსისაიდელები მთავარმეგოლეს 85 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ კატალონიელებს ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ბარსელონელებმა ტრანსფერის გასაჩარხად სხვა გეგმა შეიმუშავეს – კატალონიელები 40 მილიონ ევროს გადაიხდიან და “ენფილდზე” ჩილელ ალექსის სანჩესს გაუშვებენ.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, სუარესმა 34 მატჩი ჩაატარა და 33 გოლის ავტორი გახდა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 13 საგოლე გადაცემაცაა.

 

0.132789