კატალონიის “ბარსელონას” მიერ ჩემპიონთა თასის მოგებამ ისე გაახარა ხერარდ პიკეს გულისსწორი, ”ბარსას” თილისმად ქცეული კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, რომ მარჯვენა მკლავზე კატალონიური კლუბის ლოგო ტატუდ ამოიტვიფრა და განაცხადა, რომ მომავალში ერთადერთი კლუბი, რომელსაც უქომაგებს, მხოლოდ და მხოლოდ ”ბარსელონაა”. როგორც იცით, შაკირა და ”ბარსელონელი” ხერარდ პიკე ახლო ურთიერთობებს უკვე აღარ მალავენ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ თანაცხოვრებას ჯერ ვერ ახერხებენ, ყველა საუბრობს იმაზე, რომ მათი ურთიერთობა შესაძლებელია ქორწინებით დასრულდეს.
ამ წყვილმა ერთმანეთი უფრო ახლოს, კოლუმბიაში, ”ბარსელონას” საწვრთნელ შეკრებაზე გაიცნო. მანამდე შაკირა ნამყოფი იყო ”ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე ბარსელონაში და სწორედ მაშინ ჩაუვარდა ხერარდს მისი ტრფობა გულში. კოლუმბიაში კი ძალიან დაახლოვდვნენ და ამის შემდეგ, მთელი ერთი წლის განმავლობაში, პიკეცა და კოლუმბიელი მომღერალიც მუდმივად უარყოფდნენ მათ შორის არსებულ რომანს. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მაინც არაფერი დაიმალება და დღეს წყვილის ურთიერთობა საჯარო და ოფიციალური გახდა. დაქორწინდებიან თუ არა ხერარდ პიკე და შაკირა, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, შაკირას იმდენად შეჰყვარებია ”ბარსელონა”, რომ სულაც არ იქნება გასაკვირი, თუკი თავის ბედს სწორედ კატალონიელ ფეხბურთელთან დააკავშირებს.