ფეხბურთი

12:22 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” სერხი რობერტოს და მონტოიას არ გაყიდის

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” ნახევარმცველ სერხი რობერტოსა და მარჯვენაფლანგელ მარტინ მონტოიას არ გაყიდის. “მარკას” ცნობით, “ბლაუგრანას” თავკაც ლუის ენრიკეს მომავალ სეზონში ორივე ფეხბურთელის იმედი აქვს.

23 წლის მონტოიას შეძენით, მილანის “ინტერი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი. ესპანელმა მცველმა კატალონიელებთან კონტრაქტი იანვარში გაახანგრძლივა და კლუბს მისი დათმობა არ სურს.

რაც შეეხება სერხი რობერტოს, 22 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. მომავალში, ლუის ენრიკე მის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერხი რობერტოც ხელშეუხებელია.

 

0.104332