კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურში მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ხერარდო მარტინოს დამოძღვრილი გუნდი ვალიადოლიდს ეწვია და ადგილობრივ კლუბთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მე-17 წუთზე, რამდენიმე რეკოშეტის წყალობით, „ვალიადოლიდის“ ნახევარმცველი ფაუსტო როსი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და კატალონიელები დაამწუხრა. „ბარსელონამ“ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდა.
მარტინოს გუნდი მეორე ტაიმიდან განსაკუთრებით გააქტიურდა, მაგრამ „ვალიადოლიდი“ თავს კარგად იცავდა და მეტოქეს სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა. თავის მხრივ, დიდად კომბინაციური თამაშით ვერც „ბარსელონა“ გამოირჩეოდა და საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ მარტინოს გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგდა - 1:0.
კონკურენტის წაფორთხილებით მადრიდის „ატლეტიკომ“ ისარგებლა და ვიგოს „სელტას“ 3 ქულა აართვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მადრიდელთა ვეტერანმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ გამოანათა და დუბლი შეასრულა. 62-ე წუთზე, „ელ გუახე“ მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა, ორიოდ წუთში კი, ხოსე ერნესტო სოსას ჩაწოდებულს გამოეხმაურა და დაახლოებით 13-14 მეტრიდან საბოლოო ანგარიში - 0:2 დააფიქსირა.
„ბეტისმა“ თავის მოედანზე „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა, რაც გაამრჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 2:0 დაფიქსირდა გრანადაშიც, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „ვილიარეალს“ სძლია.
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 22562
ვალიადოლიდი - ბარსელონა 1:0 (1:0)
ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე (სასტრე 59), პენია, მიტროვიჩი, ბერგდიჩი (რამა 72), ალვარო, როსი, მანუშუ (ოსკარი 66), გერა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, ადრიანო, პიკე (სერხი რობერტო 72), მასკერანო, ფაბრეგასი (სანჩესი 61), ჩავი, ბუსკეტსი, მესი, პედრო, ნეიმარი (ტელიო 73).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გოლი: 1:0 როსი (17)
გაფრთხილება: ბერგდიჩი (46), როსი (52), პენია (75), ალვარო (82), სასტრე (90) - პიკე (65)
კარში დარტყმა: 7 (2) – 13 (6) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 25% - 75% სეივი: 6 – 1
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 30264
ბეტისი - ხეტაფე 2:0 (2:0)
ბეტისი: ადანი, პერკისი, ფიგერასი, დიდაკი, ნ’დიაიე, სევილია, რეიესი, მაბვატი, ხუანფრანი, კასტრო (გარსია 84), ბაპტიშტაუ (როდრიგესი 80).
მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი
ხეტაფე: კოდინა, ვალერა, ლოპესი, ლაგო, ლოპესი (ბორხა 75), როდრიგესი, პედრო ლეონი, ლაფიტა, კასტრო (გავილანი 54), ლასენი (კოლუნგა 54), სარაბია.
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გოლი: 1:0 ბაპტიშტაუ (16), 2:0 კასტრო (39)
გაფრთხილება: პერკისი (72), ნ’დიაიე (86), როდრიგესი (90) - სარაბია (30), გავილანი (78), ლაფიტა (90)
კარში დარტყმა: 17 (5) – 8 (2) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 3 - 5 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 3
ვიგო. „ბალაიდოსი“. 25000
სელტა - ატლეტიკო 0:2 (0:0)
სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ხონი, კრონ-დელი (მადინდა 74), ოუბინია, ორელიანა (ფერნანდესი 60), ლოპესი, ნოლიტო, შარლესი (მინა 68).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, ალდერვეირელდი, დიეგო (როდრიგესი 74), გაბი, სუარესი, გარსია, კოკე (სოსა 60), ვილია (ადრიანი 83).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: 0:1 ვილია (62), 0:2 ვილია (64)
გაფრთხილება: შარლესი (19) - გაბი (8), სუარესი (31), მირანდა (66)
კარში დარტყმა: 9 (2) – 13 (7) ჯარიმა: 12 - 11 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 5 – 2
გრანადა. „ლოს კარმენესი“. 13612
გრანადა - ვილიარეალი 2:0 (2:0)
გრანადა: რობერტო, ანგულო, ნიომი, მურილიო, კოეფი, იტურა, ბრაიმი (ბენიტესი 81), რიკო, რესიო, რიკი (ფულკე 85), ელ-არაბი (პერეირა 69).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, ხაუმე, პაულისტა, სორიანო, პინა, გომესი (კანი 46), ტრიხეროსი (პანტიჩი 58), ოლივერი, პერეირა (პერბე 57), უჩე.
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
გოლი: 1:0 რიკო (23პ.), 2:0 ელ-არაბი (33)
გაფრთხილება: რიკი (26), ბრიამი (65), იტურა (83), რესიო (90) - პაულისტა (46)
კარში დარტყმა: 13 (4) – 5 (1) ჯარიმა: 21 - 17 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 2 - 6 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 1 – 2