კატალონიის “ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენის” მცველ მარკინიოსს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ამის შესახებ კატალონიური გამოცემები იუწყებიან.
როგორც ირკვევა, “ბარსელონა” 20 წლის ბრაზილიელს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. გარიგების ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
სადღეისოდ, მთავარი კლუბებს შორის მოლაპარაკებაა. რამდენადაც ცნობილია, “ბარსელონა” მარკინიოსის სანაცვლოდ, 20 მილიონ ევროსა და მარჯვენაფლანგელ დანიელ ალვესს თმობს.