“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი აგრძელებს ახალი მეკარის ძებნას. ერთ-ერთი კანდიდატი მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი ტიბო კურტუაა. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, კლუბების წარმომადგენლებმა ბელგიელ ლეგიონერთან დაკავშირებით ერთხელ უკვე ისაუბრეს და სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს.
შეგახსენებთ, ტიბო კურტუა “ჩელსის” ეკუთვნის, მაგრამ “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობამ ლონდონელ კოლეგებთან უკვე მოილაპარაკა, რომ კონტრაქტს 24 მილიონ ევროდ გამოისყიდის.