ფეხბურთი

21:52 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” იოზილში 30 მილიონს იხდის

“არსენალის” გერმანელ ნახევარმცველს, მესუთ იოზილს, კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების შანსი აქვს. ამ ინფორმაციას კატალონიური La Porteria ავრცელებს.

იოზილი “არსენალში” გასულ ზაფხულში გადავიდა. მას ლონდონურ გუნდში კარგი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს, გუნდის გულშემატკივრები მის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ამით სარგებლობას შეეცდება “ბარსელონა”, რომელიც “არსენალში” 50 მილიონ ევროდ გადასული იოზილის 30 მილიონად ყიდვას აპირებს.

იოზილს “ბარსელონაში” გადასვლის შანსი 2010 წელსაც ჰქონდა. 4 წლის წინათ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიელებს “ვერდერთან” ყველა დეტალი შეთანხმებული ჰქონდათ, მაგრამ ტრანსფერი პეპ გვარდიოლამ დაბლოკა. მალევე, გერმანელი მადრიდის “რეალში” აღმოჩნდა, საიდანაც, 3 წლის შემდეგ, “არსენალს” მიაშურა.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იოზილი ბავშვობიდან “ბარსელონას” გულშემატკივარია.

0.112732