კატალონიის “ბარსელონა” ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასთან ახალ კონტრაქტსთვის ბოლომდე გააფორმებს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, 29 წლის ესპანელი “კამპ ნოუზე” 2018 წლამდე დარჩება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულებას სექტემბრამდე გააფორმებენ. ინიესტას “ბარსასთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს.
აღსანიშნავია, რომ ინიესტას გარდა, კატალონიელები ჟერარ პიკეს, მარტინ მონტოიასა და მარკ ბარტრას უმზადებენ ახალ კონტრაქტებს.