კატალონიის “ბარსელონა” და ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ახალ კონტრაქტზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. Football Espana-ს ცნობით, ესპანელი კლუბთან მოქმედ კონტრაქტს 5 წლით გაახანგრძლივებს და “კამპ ნოუზე” 2020 წლამდე დარჩება.
ინიესტას წლიური ანაზღაურება 10-11 მილიონი ევრო იქნება. ამგვარად, 29 წლის ნახევარმცველი გუნდში ლიონელ მესის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
სავარაუდოდ, “ბარსელონა” ინიესტასთან შეთანხმებას ოფიციალურ სახეს ახალ წლამდე მისცემს.