ფეხბურთი

21:57 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ფორვარდით გაძლიერდება

Sport.es-ის ცნობით მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონა” თავდამსხმელით გაძლიერდება. ამ მოთხოვნით კატალონელთა კლუბის ხელმძღვანელებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ მიმართა.

“კამპ ნოუზე” გადაბარგების მთავარ პრეტენდენტებად დორტმუნდის “ბორუსიას” სნაიპერი რობერტ ლევანდოვსკი და “მანჩესტერ სიტის” ბომბარდირი სერხიო აგუერო ითვლებიან. ლევანდოვსკისა და აგუეროს შეძენის შემთხვევაში “ბარსას” დიდძალი ფულის დახარჯვა მოუწევს. ლევანდოვსკი ხომ უკვე მოელაპარაკა მიუნხენის “ბაიერნს” და სეზონის დასრულების შემდეგ ბავარიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, აგუეროსთან (13 გოლი 14 მატჩში) დამშვიდობების სურვილი მანჩესტერელ “ქალაქელებს” არ აქვთ. ამასთან ზემოთ ნახსენები პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემა იმასაც უსვამს ხაზს, რომ სასურველი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად “ბარსელონას” წუწურაქობა არ ჩვევია ხოლმე.

0.120676