კატალონიის “ბარსელონა” FIFA-ს მიერ კლუბის ტრანსფერების აკრძალვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამ ინფორმაციას მადრიდული AS-ი ავრცელებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 18 წლამდე ფეხბურთელების წესების დარღვევით დარეგისტრირების გამო, “ბარსელონას” ტრანსფერების განხორციელება 2015 წლის ივნისამდე აეკრძალა. FIFA-მ კატალონიურ გუნდს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 90-დღიანი ვადა მისცა და როგორც ჩანს, “ბარსას” ხელმძღვანელობა ამ უფლებას გამოიყენებს.
“სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. 90 დღე გვაქვს იმისათვის, რომ აპელაცია შევიტანოთ და განვმარტოთ, თუ რატომ და როგორ ვიფორმებდით ფეხბურთელებს.” – ვკითხულობთ “ბარსელონას” ოფიციალურ განცხადებაში.