ფეხბურთი

19:47 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და “მანჩესტერი” ფაბრეგასს არ თმობენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ადასტურებს, რომ მისი გუნდი სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს და “წითელმა ეშმაკებმა” “ბარსელონას” მე-2 წინადადებით მიმართეს.

“ვიცი, რომ ედ ვუდვორდი ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ვიცი, მან მე-2 შეთავაზება უკვე გააკეთა, მაგრამ უმჯობესია ამ საკითხზე თავად ედს მიმართოთ.

როდესაც კარგი ფეხბურთელის შეძენით ხარ დაინტერესებული, მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო.” – აცხადებს დევიდ მოიესი.

კატალონიური პრესის ცნობით, მე-2 ცდაზე, “მანჩესტერმა” “ბარსელონას” 35-40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ კატალონიელებმა ფეხბურთელის გაყიდვაზე ამჯერადაც უარი განაცხადეს.

0.117388