ფეხბურთი

17:30 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და “ანდერლეხტი” დოს სანტოსზე შეთანხმდნენ

დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი კარიერას ბელგიურ “ანდერლეხტში” განაგრძობს. ამის შესახებ La Derniere Heure იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კლუბებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, მომავალი სეზონიდან, დოს სანტოსი ბელგიელთა რიგებში გამოჩნდება. 23 წლის მექსიკელის სანაცვლოდ, “ანდერლეხტი” 2.5 მილიონ ევროს გადაიხდის. შესაძლოა, ამ თანხას კიდევ მილიონნახევარი დაემატოს.

აღსანიშნავია, რომ დოს სანტოსის ხილვა “ფიორენტინასა” და “სელტასაც” სურთ.

 

0.12157