ესპანური პრესის ცნობით, კატალონიის "ბარსელონამ" "სოსიედადის" მეკარესთან კლაუდიო ბრავოსთან შეთანხმებას მიაღწია და შემდეგ სეზონში ჩილელი კატალონიელთა კარს დაიცავს.
გავრცელებულ ინფორმაციას ჩილური მედიაც ადასტურებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენს გადაიხდის "ბარსელონა" ბრავოში. თავიდან სან სებასტიენელები ჩილელს 30 მილიონად ყიდიდნენ, შემდეგ მათ ფასი დაწიეს და მზად არიან მეკარეს 10 მილიონად შეელიონ.
"ბარსელონამ" უკვე დაიმატა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ამჯერად გერმანელ მეკარეს ჩილელიც შეუერთდება.
ჩილეს ეროვნული ნაკრების მეკარემ გასულ სეზონში "სოსიედადის" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაუშვა, ხოლო 12 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
გიორგი ბალახაძე