ფეხბურთი

15:20 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “ბილბაოს” მცველში 36 მილიონს იხდის

კატალონიის “ბარსელონა” “ბილბაოს” 19 წლის მცველის – აიმერიკ ლაპორტის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. ამის შესახებ კატალონიური გამოცემები იუწყებიან.

ახალგაზრდა ცენტრალური მცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 36 მილიონ ევროს შეადგენს. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ეს ციფრი არ აშინებს და უკანახაზელის ყიდვას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში გეგმავს.

ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, ლაპორტმა ბასკების მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.

 

0.121709