კატალონიის “ბარსელონა” 22 წლის ცენტრალურ მცველს, მარკ ბარტრას ახალ, 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
“ბარსელონასა” და ბარტრას შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წლის ზაფხულში გასდის. მიუხედავად იმისა, რომ ბარტრას კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ძალზე იშვიათად იყენებს, კლუბის წარმომადგენლებს სურთ, რომ ხელშეკრულება გახანგრძლივდეს.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ბარტრას თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ის გადაწყვეტილებას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ბარტრამ მოედანზე საერთო დროის მხოლოდ 11% დაჰყო. იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსა” ზაფხულში ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდება, კატალონიელს დიდი სათამაშო დროის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს.