ფეხბურთი

12:43 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” აგუეროს უარყოფს

კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ კლუბი “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – სერხიო აგუეროს შეძენას არ გეგმავს. გარდა ამისა, კატალონიელთა ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ მონტოიასა და კრისტიან ტელიოს შესაძლო ტრანსფერებზეც ისაუბრა.

“აგუეროსთან დაკავშირებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. არგენტინელის სამსახურით დაინტერესებულნი არ ვართ და შესაბამისად, მასთან არც კონტაქტი გვქონია.

მონტოია და ტელიო ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. მათი ამბიციები და სურვილები ჩვენთვის გასაგებია. “ბარსელონას” მათი იმედი მომავალშიც ექნება. მათ მუხჩლაუხრელ ვარჯიშს ვურჩევდი. ტელიომ და მონტოიამ სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად უნდა იბრძოლონ”, - განუცხადა ბარტომეუმ ესპანურ პრესას.

 

0.115934