ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი სამიზნე ინგლისური “ლივერპულის” მცველი დანიელ აგერი იქნება. ამ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, კატალონიელებს დაცვის ხაზის სერიოზული გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი. “ბარსას” ინტერესთა სფეროში “დორტმუნდელი” მატს ჰუმელსიცაა, მაგრამ როგორც ესპანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, პრიორიტეტული აგერის ვარიანტია.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, აგერმა 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა. საგულისხმოა, რომ “ბარსელონას” დანიელი უკანახაზელის ყიდვა ზაფხულშიც სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.