“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, კატალონიური კლუბი ტრანსფერებში 120 მილიონ ევროს დახარჯავს.
მიმდინარე სეზონის ბოლოს, “ბარსელონას” ვიქტორ ვალდესი და კარლეს პუიოლი აუცილებლად დატოვებენ. საუბარი მიდის ხოსე მანუელ პინტოს, დანი ალვესის, ხავიერ მასკერანოს, ალექს სონგის, ალექსის სანჩესის, კრისტიან ტელიოს, იბრაჰიმ აფელაის, ისააკ კუენკასა და ჯონათან დოს სანტოსის შესაძლო წასვლაზეც. ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ფეხბურთელის მიერ გუნდის დატოვების შემთხვევაშიც, “ბარსას” სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობა მოუწევს.
“ზაფხულში, 2 პოზიციის გაძლიერება აუცილებლად მოგვიწევს. ესენია მეკარე და ცენტრალური მცველი. სხვა პოზიციებზე ტრანსფერებს სიტუაციიდან გამომდინარე განვახორციელებთ.
სატარნსფერო ბიუჯეტი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც 60 მილიონი იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, 120 მილიონის დახარჯვაც შეგვიძლია.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Goal-ი.