ფეხბურთი

21:29 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” “ხეტაფესთან” ჩავი და პუიოლი ვერ დაეხმარებიან

კატალონიის “ბარსელონა” 2013 წლის ბოლო მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. გუნდის არაერთი ლიდერის არყოფნაში, ტატა მარტინოს გუნდს ვერც კაპიტნები, კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი დაეხმარებიან.

როგორც ცნობილია, ჩავის მცირე ტრავმა აწუხებს და ის ბოლო დღეების განმავლობაში ვერ ვარჯიშობდა. რაც შეეხება პუიოლს, ის “ხეტაფესთან” მატჩში მონაწილეობას მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მიიღებს.

ჩავისა და პუიოლის გარდა, “ბარსას” “ხეტაფესთან” ტრავმირებული მესი და ვალდესი, ასევე დისკვალიფიცირებული ნეიმარი ვერ დაეხმარება.

კატალონიელთათვის კარგი ამბავი ისაა, რომ განაცხადს დაუბრუნდა დანი ალვესი, რომელსაც 10 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

0.121316