ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34–ე ტურის მატჩში, კატალონიის „ბარსელონამ“ თავისი ქომაგები გვარიანად ანერვიულა, მაგრამ 3 ქულა მაინც მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულისაკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. დღევანდელ გამარჯვებაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელიც ამჯერადაც მე–2 ტაიმში ჩაერთო თამაშში და დუბლით გამოირჩა.
„კამპ ნოუს“ „ბეტისი“ ეწვია და მე–2 წუთზევე დაწინაურდა – მცველების არადამაჯერებელი მოქმედების წყალობით, დორლან პაბონი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ანდალუსიელები წინ გაიყვანა. კატალონილები მალევე მოეგნენ გონდს და ალექსის სანჩესის თავურით ანგარიშიც გაათანაბრეს – 1:1.
ბევრს ეგონა, რომ „ბარსელონა“ მატჩის სადავეებს ხელთ იგებდა და იოლადაც იმარჯვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა, კატალონიელებმა პირველ ტაიმში მეტჯერ ვეღარ აიღეს სტუმართა კარი. საპასუხოდ, მატჩის მიწურულს, „ბეტისელმა“ რუბენ პერესმა შორი მანძილიდან დაჰკრა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა, რისი წყალობითაც სტუმრები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ.
56–ე წუთზე, დავიდ ვილიამ თავური დარტყმით კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში და მოედანზე ადგილი ლიონელ მესის დაუთმო. არგენტინელმა შესვლიდან სულ რაღაც 5 წუთში მოახერხა თავის გამოჩენა ლამაზი საჯარიმო დარტყმით და „ბარსაც“ წინ გავიდა. ბოლო გოლი კი ნამდვილად ულამაზესი გამოვიდა – მესიმ, სანჩესმა და ინიესტამ ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც არგენტინელმა დააგვირგვინა გოლით – 4:2.
„სევილიამ“ „ესპანიოლი“ მიიღო და შინ უქულოდ გაისტუმრა. ანდალუსიელები ხოან კაპდევილიას ავტოგოლით დაწინაურდნენ, რამდენიმე წუთში კი, კოკემ დაუფასა ხესუს ნავასს გადაცემა და ტაბლოზე 2:0 „აანთო“. მატჩში ყოველგვარი ინტრიგა 23–ე წუთისთვის მოისპო, როდესაც ალვარო ნეგრედომ მეკარის წარუმატებელი გამოსვლით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში მოათავსა – 3:0. ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა და 3 ქულაც „სევილიას“ დარჩა.
ანალოგიური ანგარიშით მოიგო „სარაგოსამაც“, რომელმაც „რაიო ვალიეკანოს“ უმასპინძლა. რაც შეეხება „მალიორკასა“ და „ლევანტეს“ მატჩს, გუნდებმა ერთმანეთის კარი თითოჯერ აიღეს და ქულები გაიყვეს.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 79000
ბარსელონა – ბეტისი 4:2 (1:1)
ბარსელონა: პინტო, ალვესი, ადრიანო, პიკე, ალბა, ინიესტა, ჩავი, სონგი (ბუსკეტსი 87), ვილია (მესი 57), სანჩესი (ტიაგო 79).
მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა
ბეტისი: ადრიანი, ჩიკა, მარიო, ამაია, მარტინესი, სევილია (ვადილიო 60), იგებორი (კემპბელი 69), პერესი, კასტრო, მოლინა (ბენიატი 46), პაბონი.
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 0:1 პაბონი (2), 1:1 სანჩესი (9), 1:2 პერესი (43), 2:2 ვილია (56), 3:2 მესი (60), 4:2 მესი (71)
გაფრთხილებები: ადრიანო (45) – პერესი (54)
კარში დარტყმა: 16 (13) – 5 (4) ჯარიმა: 12 - 10 კუთხური: 7 - 0 თამაშგარე: 4 - 5 ბურთის ფლობა: 70% - 30%
პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“. 19000
მალიორკა – ლევანტე 1:1 (0:0)
მალიორკა: ავატი, ჟერომელი, ჰატონი, კონსეისანი, კევინი, მარტი, პინა, ნსუე (ალფარო 53), დოს სანტოსი, კასადესუსი (არისმენდი 64, მარკესი 69), ჰემედი.
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
ლევანტე: ნავასი, ხუანფრანი (კარაბელასი 75), ნავარო, ვინტრა, ლოპესი, იბორა, დიოპი, ვალდო, ბარკერო (მიჩელი 29), რიოსი, აკვაფრესკა (მარტი 77).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 1:0 ჰემედი (7), 1:1 აკვაფრესკა (42)
გაფრთხილებები: იბორა (3), ლოპესი (45), ნავარო (80)
კარში დარტყმა: 16 (8) – 2 (1) ჯარიმა: 17 - 14 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 68% - 32%
სარაგოსა. „ლა რომარედა“. 28000
სარაგოსა – რაიო 3:0 (1:0)
სარაგოსა: ხიმენესი, საპუნარუ, ლოვენსი, გონსალესი, მინერო, პინტერი (რომარიკი 86), აპონიო, მონტანიესი, როდრიგესი (როჩინა 61), როდრი (მოვილია 72), პოშტიგა.
მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი
რაიო: რუბენი, არბილია, ამატი, ფიგერასი, კასადო (გონსალესი 52), ფუეგო, ტრასორასი (პერეა 56), ვასკესი (ტამუდო 67), კარლოსი, დომინგესი, პიტი.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 1:0 აპონიო (26პ.), 2:0 როდრი (50), 3:0 აპონიო (90)
გაფრთხილებები: პინტერი (57), როჩინა (68), საპუნარუ (73), მოვილია (85) – ფიგერასი (25), გონსალესი (56)
კარში დარტყმა: 13 (7) – 7 (4) ჯარიმა: 9 - 13 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 51% - 49%
სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 35000
სევილია – ესპანიოლი 3:0 (3:0)
სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კოკე (სისინიო 81), მორენო, ნავასი, რაკიტიჩი, მედელი, პეროტი (სტევანოვიჩი 63), კონდოგბია (მადურო 49), ნეგრედო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, კაპდევილია, ფორლინი, ვერდუ (ტეხერა 87), სანჩესი (ბაენა 61), ვაკასო (ალვარესი 81), ლოპესი, გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლები: 1:0 კაპდევილია (12ს.კ), 2:0 კოკე (19), 3:0 ნეგრედო (23)
გაფრთხილებები: ნეგრედო (16) – ლოპესი (45), ვაკასო (72)
კარში დარტყმა: 11 (5) – 6 (5) ჯარიმა: 11 - 11 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 68% - 32%