კატალონიის “ბარსელონა” იტალიურ “ნაპოლიში” იჯარით მოთამაშე მეკარის – პეპე რეინას შეძენაზე კვლავ ფიქრობს. ესპანური პრესის ცნობით, “ბლაუგრანას” წარმომადგენლები “ნაპოლისა” და “მარსელის” მატჩს დაესწრებიან, სადაც რეინას თამაშის ხილვის საშუალება უშუალოდ ტრიბუნიდან ექნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” “გლადბახს” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდა, მაგრამ როგორც ჩანს, კატალონიელები მეკარეს კვლავ აქტიურად ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ რეინას სატრანსფერო უფლებები “ლივერპულს” ეკუთვნის.