შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონასა” და ხავიერ მასკერანოს გზები იანვრის სატრანსფერო სეზონში გაიყაროს. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.
აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით, “ნაპოლი” 29 წლის არგენტინელის ხილვით სერიოზულადაა დაინტერესებული. მასკერანოს ტრანსფერის ინიციატორი ნეაპოლელთა თავკაცი რაფაელ ბენიტესია.
თავის მხრივ, “ბარსელონა” არგენტინელთან განშორების წინააღმდეგი არაა, მაგრამ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს. კატალონიელები მასკერანოს დათმობას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავენ.