ზედიზედ მეორე მატჩია, ხერარდო მარტინოს დამოძღვრილი „ბარსელონა“ მარცხდება. კატალონიელები ჯერ მადრიდის „ატლეტიკომ“ დაითხოვა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან, დღეს კი, მარტინოს გუნდი „გრანადასთან“ დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გავიდა - „გრანადას“ ნახევარმცველი იასინ ბრაიმი კატალონიელთა საჯარიმოში აღმოჩნდა და ძლიერი დარტყმით აიღო ხოსე მანუელ პინტოს კარი. ამის შემდეგ, „ბარსელონა“ კოლოსალურ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ ხეირიანი საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა. სტუმართა ქაოტურმა თამაშმა კატალონიური გრანდის ქომაგები იმედგაცრუებული დატოვა. „ბარსელონამ“ ქულის გადარჩენაც კი ვერ მოახერხა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დაქვეითდა.
მადრიდის „რეალი“ გათამაშების ლიდერ „ატლეტიკოს“ ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა „ალმერიას“ უმასპინძლა და იოლად იმარჯვა. მადრიდელებმა პირველი ტაიმი ანხელ დი მარიას გოლით მოიგეს - არგენტინელი მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში და ეფექტური გოლი მიითვალა.
მეორე ტაიმის განახლებიდან დაახლოებით 10 წუთში, კარიმ ბენზემას პასით გარეტ ბეილმა ისარგებლა და „სამეფო კლუბს“ უპირატესობა გაუმყარა. სულ მალე, ისკოს ეფექტურმა თამაშმა „რეალს“ მესამე გოლი მოუტანა და 3 ქულის ბედიც გაირკვა. მატჩში წერტილი ახალგაზრდა ალვარო მორატამ დასვა, რომელმაც ასიერ ილიარამენდის ბრწყინვალე გადაცემა არანაკლებ ლამაზი გოლით დაუფასა - 4:0.
შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ვიგოში, სადაც ადგილობრივმა „სელტამ“ „სოსიედადი“ მიიღო. გუნდებმა ერთმანეთის კარში 2-2 გოლი გაიტანეს და თითო ქულა მოიპოვეს. „ვილიარეალმა“ თავის კედლებში „ლევანტე“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ვიგო. „ბალაიდოსი“. 22000
სელტა - სოსიედადი 2:2 (1:2)
სელტა: იოელი, კაბრალი (ლოპესი 70), მალიო, ფონტასი, ორტენეჩე, ხონი, კრონ-დელი, ფერნანდესი (მინა 61), რაფინია, ბერმეხო (ორელიანა 61), ნოლიტო.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, ანხელი, ი.მარტინესი, სალდუა, სურუტუსა (ჩორი კასტრო 86), ბერგარა, კანალესი (პარდო 76), გრიზმანი, აგირეჩე (სეფეროვიჩი 84), ველა.
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
გოლი: 0:1 კანალესი (8), 1:1 ნოლიტო (37პ.), 1:2 გრიზმანი (43), 2:2 მინა (82)
გაფრთხილება: მალიო (18), ბერმეხო (53), კაბრალი (67) - ი.მარტინესი (29), კანალესი (53), სალდუა (63), გრიზმანი (72), პარდო (80)
კარში დარტყმა: 15 (7) – 19 (5) ჯარიმა: 14 - 20 კუთხური: 8 - 7 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 3 – 5
ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 15500
ვილიარეალი - ლევანტე 1:0 (0:0)
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, გასპარი, ხაუმე, პანტიჩი, კანი, პინა (ტრიხეროსი 46), ოლივერი (აკინო 46), სორიანო, პერეირა, პერბე.
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი (როდასი 87), კარაბელასი, ვინტრა, დიოპი (ელ-ადუა 81), გარსია, სიმანი, დიავარა (ანხელი 60), კასადესუსი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლი: 1:0 პერბე (90)
გაფრთხილება: ტრიხეროსი (74), პანტიჩი (90) - კარაბელასი (90)
კარში დარტყმა: 12 (3) – 7 (2) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 2 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 2 – 2
გრანადა. „ლოს კარმენესი“. 18024
გრანადა - ბარსელონა 1:0 (1:0)
გრანადა: კარნეზისი, ნიომი, მურილიო (მაინსი 90), ფულკე, ილორი, იტურა, ბრაიმი (ბრავო 65), რიკო, რესიო, პიტი (კოეფი 73), ელ-არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
ბარსელონა: პინტო, ადრიანო (ჟორდი ალბა 68), მონტოია, მასკერანო, ფაბრეგასი, ინიესტა, სონგი, ბუსკეტსი (სანჩესი 74), მესი, პედრო, ნეიმარი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გოლი: 1:0 ბრაიმი (16)
გაფრთხილება: ნეიმარი (45), მესი (65), ბუსკეტსი (66)
კარში დარტყმა: 5 (4) – 29 (9) ჯარიმა: 10 - 5 კუთხური: 1- 13 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 19% - 81% სეივი: 9 – 3
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 66000
რეალი - ალმერია 4:0 (1:0)
რეალი: ლოპესი, პეპე, კოენტრაუ (ლიორენტე 73), ნაჩო, ვარანი, მოდრიჩი, ბეილი (მორატა 70), დი მარია (კასემირო 64), ილიარამენდი, ისკო, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ალმერია: ესტებანი, ნელსონი, ტორსილერი, მანე, მარტინესი, კორონა (სორიანო 72), ვერსა, ტებარი, ზონგო (დიასი 69), ბარბოსა, როდრი (ვიდალი 57).
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
გოლი: 1:0 დი მარია (28), 2:0 ბეილი (53), 3:0 ისკო (56), 4:0 მორატა (85)
კარში დარტყმა: 29 (13) – 5 (1) ჯარიმა: 7 - 7 კუთხური: 9 - 7 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 9