ფეხბურთი

5:06 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსა“ და „რეალი“ წვალობენ, მაგრამ იგებენ

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25–ე ტურში, მადრიდის „რეალმა“ და კატალონიის „ბარსელონამ“ ერთნაირი ანგარიშებით – 2:1 იმარჯვეს და კოპა დელ რეის 1/2–ფინალის საპასუხო მატჩში ერთმანეთთან შესახვედრად მზადება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მძიმე მატჩი ჰქონდა და შესვენების შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოუხდათ.

მადრიდელები თავიანთთვის უხერხულ მეტოქეს – ლა კორუნიის „დეპორტივოს“ ეწვივნენ და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. 35–ე წუთზე, მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, რის შემდეგაც ივან რიკი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და გოლიც გავიდა – დიეგო ლოპესს ახლო კუთხეში გაუძვრა ბურთი და ლო კორუნიელებს დაწინაურების საშუალება მისცა.

მეორე ტაიმში, მადრიდელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ერთბაშად 3 ფეხბურთელი შეცვალა და მატჩში გარდატეხის შეტანაც მოახერხა. 73–ე წუთზე, ბრაზილიელმა კაკამ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვების მომტანი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს კომბინაციის შემდეგ იოლად აიღო მასპინძელთა კარი – 1:2.

როგორც უკვე ვთქვით, „რეალის“ მსგავსად, მდევრის როლში აღმოჩნდა „ბარსელონაც“, რომელიც 42–ე წუთზე „სევილიას“ უკანახაზელმა ალბერტო ბოტიამ დაამწუხრა. საგულისხმოა, რომ მცველმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა – ბოტია „ბარსას’ აკადემიის აღზრდილია.

ანდალუსიელები შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ ცხადი იყო, რომ ანგარიშის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები ძალზე უსახურ ფეხბურთს თამაშობდნენ, წონასწორობის აღდგენაც შეძლეს და დაწინაურებაც.

52–ე წუთზე, დანი ალვესის ჩაწოდებულ ბურთს თავი დავიდ ვილიამ დაჰკრა და წონასწორობა აღადგინა. რამდენიმე წუთში, შეცვლაზე შესულმა კრისტიან ტელიომ ლიონელ მესის უპასა, არგენტინელმა კი, როგორც შემდეგ გაირკვა, 3–ქულიანი დარტყმა შეასრულა – 2:1.

შედეგიანი ფრე დაფიქსირდა სარაგოსაში, სადაც ადგილობრივი კლუბი „ვალენსიას“ დაუხვდა. გოლებთან ერთად, წითელ–ყვითელი ბარათებიც მრავლად იყო, რაც ნათლად ასახავს მოედანზე არსებულ დაძაბულ ვითარებას.

32–ე წუთისთვის, სარაგოსელები უკვე 2:0–ს იგებდნენ და თითქოს, მატჩს სადავეებიც ხელთ ეპყრათ, მაგრამ ჟონასის გოლის წყალობით, სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა პირველსავე ტაიმში შეამცირეს, რითაც საქმე შედარებით გაიიოლეს. მეორე ტაიმში, ჟონასმა დუბლი გაიფორმა და „ვალენსიას“ ქულა გადაურჩინა, მეტის გაკეთება კი, სტუმრებმა ვეღარ შეძლეს – 2:2.

 

ლა კორუნია. „რიასორი“. 27000

დეპორტივო – რეალი 1:2 (1:0)

დეპორტივო: არანსუბია, სილვიუ (ალექსი 25), კაკა (ვასკესი 58), მარჩენა, აიოსე, ასუნსაუ, აგილარი, გამა, ვალერონი, პიცი, რიკი (ოლივეირა 75).

მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი

რეალი: ლოპესი, არბელოა, პეპე, კარვალიუ, მარსელო (ხედირა 57), ესიენი (იოზილი 57), მოდრიჩი (რონალდუ 57), დი მარია, კაკა, კალეხონი, იგუაინი.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 რიკი (35), 1:1 კაკა (73), 1:2 იგუაინი (88)

გაფრთხილებები: პიცი (40), აგილარი (62), აიოსე (71) – კარვალიუ (17), მარსელო (54), კალეხონი (66), დი მარია (90)

გაძევება: დი მარია (90)

არში დარტყმა: 9 (5) – 14 (8) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 5 - 7 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 8 – 3

 

მალიორკა. „იბეროსტარი“. 14000

მალიორკა – ხეტაფე 1:3 (1:0)

მალიორკა: ავატი, ჰატონი, ნუნეში, ჟერომელი (კონსეისანი 46), ლუნა, ტისონე, მარტი, პინა, კასადესუსი (ჰემედი 73), ალფარო (ნსუე 83), დოს სანტოსი.

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

ხეტაფე: მოია, რუანო, ტორესი, ფერნანდესი, ესკუდერო, ბორხა (ლასენი 68), ლეონი (მიჩელი 84), კასტრო, ტორესი (გავილანი 55), ბარადა, კოლუნგა.

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

გოლები: 1:0 დოს სანტოსი (24), 1:1 კასტრო (71პ.), 1:2 კოლუნგა (82), 1:3 კოლუნგა (86)

გაფრთხილებები: ჟერომელი (6), მარტი (62), ნუნეში (71) – ფერნანდესი (34), ტორესი (44), ბორხა (49), რუანო (73)

არში დარტყმა: 10 (3) – 10 (6) ჯარიმა: 13 - 10 კუთხური: 13 - 5 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა:49% - 51% სეივი: 2 – 2

 

სარაგოსა. „ლა რომარედა“. 20000

სარაგოსა – ვალენსია 2:2 (2:1)

სარაგოსა: ფრანკო, ლოვენსი, მინერო, ფერნანდესი, გონსალესი, მოვილია, აპონიო (ბაბოვიჩი 46), მონტანიესი, ხოსე მარი (ალკოლეა 79), პოშტიგა, როჩინა (ორიოლი 75).

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

ვალენსია: ალვესი, კოშტა (მატიე 64), სისოკო, რუისი, პერეირა, ალბელდა (ვალდესი 81), ფეგული, პარეხო, კანალესი (ბანეგა 53), სოლდადო, ჟონასი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 აპონიო (5), 2:0 პოშტიგა (32), 2:1 ჟონასი (36), 2:2 ჟონასი (69)

გაფრთხილებები: ხოსე მარი (40), პოშტიგა (52), ორიოლი (86), ალკოლეა (88), გონსალესი (90) – რუისი (4), ალბელდა (24), სისოკო (38), ბანეგა (85)

გაძევება: ფრანკო (77)

არში დარტყმა: 11 (7) – 10 (8) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 40% - 60% სეივი: 5 – 5

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 57629

ბარსელონა – სევილია 2:1 (0:1)

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, მონტოია, მასკერანო (ჩავი 69), სონგი, ტიაგო, მესი, ვილია (ბუსკეტსი 79), სანჩესი (ტელიო 46).

მწვრთნელი: ჟორდი როურა

სევილია: ბეტუ, ნაავრო, ფასიო, კოკე, ბოტია, მადურო (მორენო 82), ნავასი, რაკიტიჩი, მედელი (კონდოგბია 55), მანუ, დიავარა (ნეგრედო 61).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 ბოტია (42), 1:1 ვილია (52), 2:1 მესი (60)

გაფრთხილებები: ნავარო (33), ბოტია (86)

არში დარტყმა: 8 (3) – 6 (3) ჯარიმა: 10 - 13 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 68% - 32% სეივი: 2 – 1

 

1. ბარსელონა 25 22 2 1 82:28 68
2. ატლეტიკო 24 17 2 5 47:23 53
3. რეალი 25 16 4 5 62:23 52
4. მალაგა 24 12 6 6 37:21 42
5. ვალენსია 25 12 5 8 36:37 41
6. სოსიედადი 25 11 7 7 41:31 40
7. რაიო 24 12 1 11 33:41 37
8. ბეტისი 24 11 3 10 31:35 36
9. ხეტაფე 25 10 5 10 35:44 35
10. ლევანტე 24 10 4 10 30:36 34
11. სევილია 25 9 5 11 34:37 32
12. ესპანიოლი 24 8 7 9 31:34 31
13. ვალიადოლიდი 24 8 6 10 32:32 30
14. გრანადა 24 7 5 12 23:34 26
15. ბილბაო 25 7 5 13 30:50 26
16. ოსასუნა 24 6 7 11 20:27 25
17. სარაგოსა 25 7 4 14 25:36 25
18. სელტა 24 5 5 14 22:31 20
19. მალიორკა 25 4 6 15 24:48 18
20. დეპორტივო 25 3 7 15 29:56 16

 

ბომბარდირები

მესი („ბარსელონა“) – 38, რონალდუ („რეალი“)– 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 19, ადურისი („ბილბაო“), კასტრო („ბეტისი“) – 12, სოლდადო („ვალენსია“) – 11.

 

0.11376