შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონამ” “ლივერპულის” უკანახაზელი დანიელ აგერი შეიძინოს. ამის შესახებ Marca იუწყება.
უახლოეს პერიოდში, კატალონიელთა თავკაცი ტიტო ვილანოვა გადაწყვეტს, დანიელი მწვრთნელის შეძენა სცადოს, თუ პსჟ-ს მცველის – ტიაგო სილვას ტრანსფერზე იზრუნოს. მიუხედავად აგერისადმი ინტერესისა, “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნე მაინც სილვაა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსა” აგერს გასულ სატრანსფერო სეზონშიც უმიზნებდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.