ფეხბურთი

14:39 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაროში თურქეთში ბრუნდება

ცნობილი ჩეხი თავდამსხმელი მილან ბაროში თურქეთის ჩემპიონატში ბრუნდება და კარიერას “ანთალიასფორში” გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურ “თვითერზე” გაჩნდა. ფეხბურთელმა, რომელსაც ოქტომბერში 32 წელი შეუსრულდება, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბაროშმა სახელი 2004 წელს გაითქვა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სულ მან ნაკრების მაისურით 93 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 41 გოლი მიითვალა.

ჩეხური “ბანიკის” აღზრდილი ფეხბურთელი 2002-2005 წლებში “ლივერპულში” თამაშობდა, საიდანაც “ასტონ ვილას” მიაშურა, ხოლო 2007-2008 წლების სეზონში ფრანგულ “ლიონში” ირიცხებოდა და ცოტა ხნით განათხოვრების წესით “პორტსმუთის” ღირსებას იცავდა. შემდგომი ოთხწლინახევრის განმავლობაში ის თურქეთში, “გალათასარაიში” თამაშობდა, უკანასკნელი ექვსი თვე კი, მშობლიურ “ბანიკში” გამოდიოდა და 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

 

0.118367