კალათბურთი

14:10 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარბოსა “გოლდენ სტეიტში” ჩაირიცხა

ბრაზილიელი კალათბურთელი ლეანდრო ბარბოსა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ, “გოლდენ სტეიტ უორიორსში” ჩაირიცხა. ადრე ცნობილი გახდა, რომ 31 წლის მცველი ნბა-ს კლუბებს ერთწლიან კონტრაქტს შეუთანხმდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ მინიმუმს მიიღებს.

გასულ სეზონში ბარბოსა “ფინიქს სანსს” შეუერთდა, თუმცა, ხელი მოიტეხა და ჩემპიონატის დასრულება ვეღარ მოახერხა. 20 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 7.5 ქულა გახლდათ.

ლეანდრო ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნული გუნდის წევრიც გახლდათ და საშუალოდ 11.9 ქუალს აგროვებდა.

0.117749