იტალიური ”მილანის” ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარბარა ბერლუსკონიმ აღიარა, რომ ”წინა ცხოვრებაში“ ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და მისი მხრიდან (მაშინ როდესაც “მილანის“ პრეზიდენტის ნაცვლად ამ კლუბის მფლობელის შვილის სტატუსს ატარებდა) ფეხბურთელებთან გაჩაღებული რომანი კლუბში მის იმიჯზე დადებითად არ აისახა.
ბარბარა ბერლუსკონი ამჟამად საკმაოდ უნარიანად ცდილობს კლუბში არსებული მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემის დაძლევას და აქედან გამომდინარე სურს, რომ საქმიანი პრეზიდენტის იმიჯი შეიქმნას. მაგრამ ლომბარდიული კლუბის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ძველებურად “მდიდარ ნაშად“ თვლის და მას სერიოზულად უბრალოდ არ აღიქვამენ. სილვიო ბერლუსკონის ამაყი ქალიშვილი კი ამ რეალობას რა თქმა უნდა ძალიან განიცდის.