ორმა ტოპმოდელმა, 27 წლის ებრაელმა ბარ რაფაელიმ და 26 წლის რუსმა ირინა შეიკმა, ამ უკანასკნელის საქმროს, 27 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის - კრიშტიანუ რონალდუს თმის გელის გამო იჩხუბეს.
სოციალურ ქსელ Twitter-ზე, თავის 220 ათას თაყვანისმცემელს რაფაელიმ შემდეგი მიწერა: “ერთადერთი, რასაც რონალდუს ხილვისას ვფიქრობ, ისაა, რომ თმის გელის მოხმარება უნდა შეამციროს”. შეიკმა კი, შეყვარებულის დასაცავად ბარს მომენტალურად უპასუხა: “შურიანობა ულამაზოა, სიყვარული ისწავლე”. ამის შემდეგ, რაფაელიმ თავის გამართლება სცადა და დაამატა: “შენც მიყვარხარ და შენი შეყვარებულიც. უბრალოდ, თმის გელი არ მომწონს”.
ჯერჯერობით უცნობია, აპატია თუ არა კოლეგას ირინამ.