ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა მთავარი მწვრთნელის, კახაბერ ცხადაძის “ბაქიში” სავარაუდო გადასვლის შესახებ ინფორმაცია უარყო.
“ეს არასწორი და სასაცილო ინფორმაციაა. საქმე ისაა, რომ მარტში მასთან ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ცხადაძე 2013-2014 წლების სეზონს “ინტერში” გაატარებს. რაც შეეხება მის გამონათქვამებს “სიმურგთან” მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ცხადაძე ძალიან პესიმისტური იყო. ალბათ, კახა წაგების გამო გულდაწყვეტილი იყო და ეს ამიტომ თქვა”, – განაცხადა ნიკოლოვმა azerisport.com-თან საუბარში.