თამაშგარე

11:55 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბალტიმორ რეივონსის” გულშემატკივარი მუჰამედ ალი

ბოლო დროს, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ლეგენდარული საუკეთესო მოკრივე მუჰამედ ალის ჯანმრთელობა კრიტიკულია. ალი, 1984 წლიდან პარკინსონის სენითაა დაავადებული და ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, აქედან გამომდინარე გაავრცელეს ეს ცნობა მოკრივის სავალალო ჯანმრთელობაზე.
სპორტსმენის ქალიშვილმა ლეილა ალიმ ეს ხმები უარყო და თქვა, რომ მუჰამედ ალი თავს ნორმალურად გრძნობს და მხურვალედ გულშემატკივრობს ამერიკული ფეხბურთის საყვარელ გუნდს “ბალტიმორ რეივენსის”. Aმან ფოტოებიც კი განათავსა “ტვიტერზე”, სადაც აღბეჭდილია ტელევიზორთან მჯდარი, “ბალტიმორის” საკლუბო მაისურში გამოწყობილი ლეგენდარული  მოკრივე.

0.139473