თამაშგარე

13:50 | 16.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის დედა დამლაგებელია

“მანჩესტერ სიტის” 21 წლის თავდამსხმელის მარიო ბალოტელის მშობელმა დედამ, მანჩესტერში მდებარე ერთ-ერთ ოფისში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და საათში 6 გირვანქას უხდიან.
როგორც მოგეხსენებათ, მარიო ღარიბი განელების, ტომას და როზი ბარვუების ოჯახში დაიბადა. ორი წლის შემდეგ, დაავადებული ბიჭუნა იტალიის მთავრობამ ბალოტელის  მდიდარ ოჯახ მიაბარა აღსაზრდელად.
ამჟამად მარიო კვირაში 120 ათას გირვანქას გამოიმუშავებს, მანჩესტერის გარეუბანში მდებარე უზარმაზარ სახლში ცხოვრობს და Bentley Continental GT-ით მგზავრობს. ფეხბურთელის ბიოლოგიური დედა კი, სრულიად განსხვავებულ პირობებშია.
ცოტა ხნის წინათ, როზი ბარვუა თავის ქალიშვილთან ერთად იტალიიდან მანჩესტერში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მარიოსთან ახლოს ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ბალოტელი დედის მოსანახულებლად იშვიათად დადის.
თავდაპირველად როზი სუპერმარკეტში მუშაობდა და საქონლის თაროებზე განთავსებით იყო დაკავებული, ახლა კი, იატაკის სახეხად მოეწყო ოფისში და ვაჟიშვილისგან განსხვავებით, სამსახურში ავტობუსით დადის.
 
 

0.129574