“მილანი” სერია A-ს 26-ე ტურის მატჩს “იუვენტუსის” წინააღმდეგ, სავარაუდოდ, თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გარეშე ჩაატარებს. იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და 2 მარტს დაგეგმილ შეხვედრაში მისი მინდორზე გასვლა საეჭვოა.
მარიო ბალოტელიმ “ატლეტიკოსთან” 10 დღის წინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში (0:1) მხარი იტკინა და მას შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს.