ფეხბურთი

10:55 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი და აბიატი “ბარსელონასთან” მატჩს გამოტოვებენ

 

შანსი იმისა, რომ მეკარე კრისტიან აბიატი და თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იტალიურ “მილანს” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაეხმარებიან, ძალიან მცირეა.

Sky Italia-ს ცნობით, ორივე მათგანს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ და 22 ოქტომბერს “სან სიროს” მოედანზე გასვლას ალბათ ვერ მოახერხებენ.

23 წლის ბალოტელი “მილანში” იტალიის ეროვნული ნაკრებიდან ბარძაყის ტრავმით დაბრუნდა და ამის გამო სამი კვირით დასვენება მოუწევს. 36 წლის მეკარეს წვივქვეშა კუნთი აწუხებს და “უდინეზეს” წინააღმდეგ ამის გამო არ უთამაშია. სავარაუდოდ, მათ გარეშე ითამაშებენ მილანელები “ბარსელონას” წინააღმდეგ, ყოველ შემთხვევაში, მსგავს პროგნოზს აკეთებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი.

“სამედიცინო დასკვიდან გამომდინარე, საეჭვოა, ბალოტელიმ და აბიატიმ სამშაბათს “ბარსელონასთან” თამაში მოახერხონ. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ხშირად აწუხებთ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ეს ასე არაა. მსგავსი პრობლემა მხოლოდ აბიატის და ბალოტელის აწუხებთ, სხვები კი მოტეხილობებს მკურნალობენ, ან მუხლის ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესს გადიან” - განაცხადა გალიანიმ.

“მილანის” ლაზარეთში რჩება სტეფან ელ შაარავი, მაგრამ “უდინეზესთან” მატჩში გუნდს უკვე დაუბრუნდა ბრაზილიელი კაკა.

0.115782