ფეხბურთი

19:17 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბალცარეტის მომავალი გაურკვეველია – ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს

“რომას” მარცხენა მცველის, ფედერიკო ბალცარეტის კარიერის დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დადასტურდა. 32 წლის მარცხენაფლანგელი ტრავმასთან ბრძოლას განაგრძობს, მაგრამ არც ფეხბურთიდან წასვლას გამორიცხავს.

“ტრავმა მოედანზე ელემენტარული მოქმედებების საშუალებასაც არ მაძლევს. ყოველთვის, როდესაც ბურთს ვიღებ, ტკივილს ვგრძნობ.

მინდა, გულშემატკივრებთან გულახდილი ვიყო. წინ მკურნალობის კიდევ რამდენიმე თვე მელის. სამწუხაროდ, შესაძლოა, ტკივილმა კარიერის დასრულება მაიძულოს, თუმცა თავს კვლავ ფეხბურთელად ვგრძნობ და მოედანზე დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ.” – განაცხადა ბალცარეტიმ სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

ბოლო დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ბალცარეტის ტრავმა ტანჯავს. ის მოედანზე უკანასკნელად 2013 წლის 10 ნოემბერს გამოვიდა.

0.12095