ჭიდაობა

22:40 | 9.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბაინდუროვი მსოფლიოს ჩემპიონია!

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში ქართულმა დელეგაციამ ხვავრიელად გახსნა. ტურნირის საწყის დღეს საქმეში სამი წონით კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებნენ, ქართველებმა კი 2 მედალი მოიპოვეს. ოქრო გიორგი ბაინდუროვმა (ყოფილი ბაინდურაშვილი) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი – ნუკრი ბერულავამ.
სამწუხაროდ, სამბოს მიმომხილველი ვებ-გვერდები ამჯერადაც მწირ ინფორმაციას იძლევიან და ქართველმა სამბისტებმა სატურნირო ბადე როგორ განვლეს, ჩვენთვის უცნობია. მხოლოდ ის ვიცით, რომ 90 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ბაინდუროვმა რუს ედუარდ კურგინიანს აჯობა.
რაც შეეხება ბერულავას, მან 52 კგ-ში იყოჩაღა, ამ წონითი კატეგორიის ფინალში კი რუსმა იგორ ბეგლეროვმა ბელორუსი ანდრეი კურლიპო დაჯაბნა. დღესვე პრიზიორები 68 კგ-შიც გამოვლინდნენ, სადაც საქართველოს ღირსებას ლევან ნახუცრიშვილი იცავდა, თუმცა, წარმატებას ვერ მაღწია. ამ წონის გადამწყვეტ შერკინებაში დენის დავიდოვმა ბელორუსი დმიტრი ბაზილევი დაამარცხა.
შაბათს საქმეში კიდევ სამი წონის წარმომადგენლებს ვიხილავთ. მედლებისთვის უშანგი კუზანაშვილი (57 კგ.), ბესარიონ ბერულავა (74 კგ.) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ.) იბრძოლებენ, კვირას კი ხალიჩაზე ლევან ქოჩიევს (62 კგ.), ნიკო კუციას (82 კგ.) და ნოდარ მეტრეველს (+100 კგ.) ვიხილავთ.

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=zJT4grp__U4

0.117175