ფეხბურთი

18:04 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნს” ვან პერსი სურს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მიუნხენის “ბაიერნი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის – რობინ ვან პერსის შეძენას ეცდება. ამის შესახებ “დეილი სტარი” იუწყება.

მიუნხენელთა თავკაცი პეპ გვარდიოლა მარიო მანჯუკიჩის თამაშით უკმაყოფილოა და მის გასხვისებას გეგმავს. 30 წლის ჰოლანდიელი სწორედ ხორვატის შემცვლელად განიხილება.

ამგვარად, “ბაიერნის” შეტევის ხაზში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ “დორტმუნდის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონიდან “ალიანს არენაზე” იასპარეზებს.

 

0.116998