ფეხბურთი

15:00 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” ტრანსფერები ამოწურა

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, მიუნხენის “ბაიერნი” ფეხბურთელებს აღარ შეიძენს. ამის შესახებ თავად კარლ-ჰაინც რუმენიგემ განუცხადა Bild-ს.

“ბაიერნისთვის” სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა – აღარავის შევიძენთ. სადღეისოდ, გუნდი ზუსტად ისეა დაკომპლექტებული, როგორც გვინდოდა. გიოტცეს შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობთ, Mმარიო გერმანელ თანატოლებში ყველაზე ნიჭიერია”, - განაცხადა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, მიუნხენელებმა იან კირჰოფი, მარიო გიოტცე და ტიაგო ალკანტარა შეიძინეს.

 

0.106036