ფეხბურთი

20:11 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” როდეს ტრანსფერი დაადასტურა

მიუნხენის “ბაიერნმა” ფრანკფურტის “აინტრახტის” ნახვარმცველის, სებასტაენ როდეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

23 წლის ფეხბურთელის “ბაიერნში” გადასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა, დღეს კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

“ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, როდემ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის მიუნხენელებს მიმდინარე წლის 1 ივლისს შეუერთდება.

სებასტიან როდე “აინტრახტში” 2010 წლიდან თამაშობს. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 94 მატჩში მას 4 გოლი აქვს გატანილი.

0.144317