ფეხბურთი

14:13 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” რიბერის და ვან ბუიტენს გაუხანგრძლივა

 

მიუნხენის “ბაიერნმა” ნახევარმცველ ფრანკ რიბერისა და მცველ დანიელ ვან ბუიტენს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. ამის შესახებ “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტი იუწყება.

“გასულ სეზონში, რიბერიმ და ვან ბუიტენმა ბრწყინვალედ ითამაშეს. რთულ მომენტებში, მათზე დაყრდნობა ყოველთვის შესაძლებელია”, - განაცხადა მიუნხენელთა გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

რიბერიმ “ბაიერნთან” კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. რაც შეეხება ვან ბუიტენს, 35 წლის ბელგიელი “ალიანს არენაზე” კიდევ წელიწადს გაატარებს.

0.114463