გერმანიის ბუნდესლიგის 2013–2014 წლების სეზონის ზამთრის არდადეგები დასრულდა და მეორე წრე დაიწყო. გათამაშების მეორე ნახევარი „გლადბახისა“ და „ბაიერნის“ მატჩით გაიხსნა, სადაც მიუნხენელებმა მორიგი 3 ქულა მიითვალეს.
პეპ გვარდიოლას გუნდი მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა და საქმე მნიშვნელოვნად გაიადვილა. კატალონიელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში არცერთი წმინდა ფორვარდი დააყენა და შეტევის წინა ხაზზე, ძირითადად, მარიო გიოტცე მოქმედებდა, რომელმაც მე– წუთზე, ახალგაზრდა გერმანელმა ტომას მიულერის პასის შემდეგ ბურთს ძლიერად დაჰკრა და ტაბლოზე ერთიანი ააციმციმა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში, ტომას მიულერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირა და ცხადყო, რომ „ბაიერნი“ საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა – 0:2.
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000
გლადბახი – ბაიერნი 0:2 (0:1)
გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, დომინგესი, არანგო, რაფაელი, ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 75).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, კროოსი (ჰეიბერგი 87), ტიაგო, შაქირი (რობენი 79), გიოტცე (პისარო 82), მიულერი.
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლი: 0:1 გიოტცე (7), 0:2 მიულერი (54)
გაფრთხილება: ვენდტი (36), კრამერი (81) – კროოსი (79)
კარში დარტყმა: 10 (6) – 24 (15) ჯარიმა: 13 - 8 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 3 - 5 ბურთის ფლობა: 39% - 61% სეივი: 13 – 6