ფეხბურთი

1:10 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ და „დორტმუნდის“ საგარეო 3 ქულა

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შაბათს ჩატარებულ მატჩებს შორის, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა და ფავორიტებმა 3 ქულის მოპოვება მოახერხეს. პეპ გვარდიოლას დამოძღვრილმა „ბაიერნმა“ ჩემპიონობისაკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა და მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, ამ გუნდს ვინმე ვერცხლის სინში რომ შეეცილოს.

„ბაიერნი“ „მაინცს“ ეწვია და მისი გატეხვა მატჩის უკანასკნელ წუთებში მოახერხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 82-ე წუთზე, შერდან შაქირის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ბასტიან შვაინშტაიგერმა თავი დაჰკრა და ანგარიში გახსნა. ცხადი იყო, რომ მიუნხენელები უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ და მის გაზრდასაც ეცდებოდნენ.

86-ე წუთზე, ასეც მოხდა - მარიო გიოტცემ თითქმის დაუცველ კარში ბურთი იოლად გადაგზავნა და ტაბლოზე 0:2 დააფიქსირა.

საგარეო მატჩში 3 ქულა ჩაიწერა „დორტმუნდმაც“, რომლის „მსხვერპლიც“ „ჰანოვერი“ იყო. პირველი ტაიმის მიწურულს, შეტევაში ჩართულმა მატს ჰუმელსმა იურგენ კლოპის გუნდი დააწინაურა და შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა. მეორე ნახევრის დებიუტში, დორტმუნდელთა ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ რამდენიმე მეტოქე მოხდენილად ჩამოიშორა და თავის გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მარკო როისმა გენრიხ მხითარიანს ეფექტური გადაცემა დაუფასა და შეტევა გოლით დაასრულა - 0:3.

გელზენკირხენის „შალკემ“ „ბრაუნშვაიგს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაუშვა. მე-17 წუთზე, ლეონ გორეცკამ „ხუმარები“ წინ გაიყვანა, მეორე ტაიმში კი, საჯარიმოს მისადგომებიდან კლას-იან ჰუნტელარმა დაჰკრა და ანგარიში 2:0 გახადა. სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ადამ სალაის შედეგიანმა დარტყმამ „შალკეს“ მაინც დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 მოაგებინა.

„შტუტგარტმა“ „ჰამბურგს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. „3-ქულიანი“ დარტყმის ავტორი ალექსანდრუ მაქსიმი გახდა. ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ „გლადბახს“ ეწვია და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მიონხენგლადბახელებმა ბერლინელებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. კობიაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

„ვოლფსბურგმა“ და „აუგსბუგმა“ გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს.

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 50000

შტუტგარტი  - ჰამბურგი 1:0 (0:0) 

შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა (მაქსიმი 64), შვაბი, ნიდერმაიერი, რაუში (კაკაუ 88), საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, ტრაორე (ვერნერი 90), ლაიტნერი, იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, ვესტერმანი, მანსენი, დიკმაიერი, ვან დერ ვარტი (ირაჩეკი 58), ილიჩევიჩი, ბადელი (ტეშე 80), არსლანი (რინკონი 86), ჩალხანოღლუ, ზუა.

წვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 1:0 მაქსიმი (69)

გაფრთხილება: ულრაიხი (89) - ჩალხანოღლუ (16)

გაძევება: ჩალხანოღლუ (53)

კარში დარტყმა: 12 (9) – 6 (2) ჯარიმა: 19 - 14 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 2 – 8

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე - ბრაუნშვაიგი 3:1 (1:0)

შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი, მატიპი, აიჰანი, კოლაზინაკი, ბოატენგი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი (ანანი 80), გორეცკა, მეიერი (ობასი 71), ჰუნტელარი (სალაი 88).

მწვრთნელი: იენს კელერი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი, პფიცნერი (ადემი 41), პერტელი, ტოიერკაუფი, ბოლანდი, კორეია, ბელარაბი (ელაბდელაუი 54), კუმბელა (ვრანჩიჩი 75).

წვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 1:0 გორეცკა (17), 2:0 ჰუნტელარი (66), 2:1 კესელი (82), 3:1 სალაი (90)

გაფრთხილება: კოლაზინაკი (38) - ბელარაბი (40), კორეია (84), ტოიერკაუფი (86)

კარში დარტყმა: 32 (18) – 11 (6) ჯარიმა: 15 - 22 კუთხური: 14 - 4 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 5 – 15

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 49000

ჰანოვერი - დორტმუნდი 0:3 (0:1)

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, პოკონიოლი, საკაი, ჰოფმანი, სანე (ია კონანი 59), ჰუსტი, შტინდლი, შმიდებახი, პრიბი (შლაუდრაფი 73), ბიტენკორტი.

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი, ჰუმელსი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, დურმი, შაჰინი (კელი 66), მხითარიანი, გროსკროიცი, ჰოფმანი (როისი 68), ლევანდოვსკი (შიბერი 84).

წვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 ჰუმელსი (43), 0:2 ლევანდოვსკი (52), 0:3 როისი (90)

გაფრთხილება: საკაი (36) - ჰუმელსი (74)

კარში დარტყმა: 9 (4) – 15 (9) ჯარიმა: 11 - 17 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 6 – 4

 

მაინცი. „კოფას არენა“. 34000

მაინცი - ბაიერნი 0:2 (0:0)

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ჩჟუ-ჰუ, ბელი, მიულერი, მორიცი (მალი 84), ჩჟა-ჩოლი (სალერი 46), გეისი, ოკაზაკი, შუპო-მოტინგი (ბუნგერტი 60).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ხავი მარტინესი, ალაბა, რობენი (შაქირი 73), შვაინშტაიგერი, რიბერი, კროოსი, მიულერი (გიოტცე 64), მანჯუკიჩი (პისარო 81).

წვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 შვაინშტაიგერი (82), 0:2 გიოტცე (86)

გაფრთხილება: მორიცი (84)

კარში დარტყმა: 4 (3) – 23 (15) ჯარიმა: 14 - 11 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 8 - 1 ბურთის ფლობა: 29% - 71% სეივი: 13 – 3

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 25000

ვოლფსბურგი - აუგსბურგი 1:1 (0:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, კლოზე (კუჩკე 77), როდრიგესი, გუსტავო, პერიშიჩი, ტრეში, დე ბრეინე, ატიე (პოლაკი 68), არნოლდი (კალიჯური 58), ოლიჩი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ფილპი, ოსტრცოლეკი, ვერნერი (მიოლდერსი 90), ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ბობადილია (ეშვაინი 66), ალტინტოპი (იუნ-ჰო 80).

წვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლი: 0:1 ვერნერი (43), 1:1 ოლიჩი (81)

გაფრთხილება: პერიშიჩი (72), დე ბრეინე (90) - ჰანი (60)

გაძევება: დე ბრეინე (90)

კარში დარტყმა: 10 (6) – 12 (7) ჯარიმა: 24 - 11 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 6 – 5

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 53000

გლადბახი - ჰერტა 3:0 (3:0)

გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, დამსი, იანჩკე, არანგო, რაფაელი, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმნანი.

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ჰერტა: კრაფტი, პეკარიტიკი, ვან დენ ბერგი, ბრუკსი, რონი, ნიმაიერი, ჰოსოგაი, ბენ-ჰატირა, ალაგი, რამოსი.

წვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 1:0 არანგო (28), 2:0 კრუზე (32), 3:0 რაფაელი (40)

გაფრთხილება: კრამერი (12)

კარში დარტყმა: 7 (5) – 8 (5) ჯარიმა: 8 - 13 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 5 – 2

0.15049